Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე 14 უბანი გაიხსნება

12 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ხმის მიცემის პროცედურა 14 საარჩევნო უბანზე 09.00 საათიდან 18.00 საათამდე გაგრძელდება.

 

თვითმმართველობის არჩევნებში თსუ-ის 7 ფაკულტეტზე 140 დელეგატს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობა  სამივე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს შეუძლია.

არჩევნებს 2 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება - ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება.

 

არჩევნებში მონაწილე კანდიდატების და საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.